კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ გახარებული დარჩა გუნდის შედეგითა და თამაშით. ასევე დაამატა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში “ბარსელონა” ნახევარფინალში 4-ჯერ გავიდა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სეზონის დასაწყისში ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შარშანდელი სეზონის განმეორება ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ სეზონის მიმდინარეობის დროს გამოჩნდა, რომ გუნდი თავის საუკეთესო ფორმაშია და ბლაუგრანასთვის შეუძლებელი არაფერია. “მინდა მივულოცო გუნდს, მათ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისაკენ. ბლაუგრანა ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ გავიდა ნახევარფინალში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს”.
გვარდიოლამ ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, რომ მთელი 90 წუთის მანძილზე გუნდი დაუღალავად თამაშობდა მოედანზე. წარმატებაში განსაკუთრებით დიდი წვრილი მიუღძვის არგენტინელ ვუნდერკინდს ლეო მესის. “გუნდმა მთელი 90 წუთის მანძილზე უმაღლეს დონეზე ითამაშა. გამოვყოფდი ლეო მესის, რომელმაც ოთხი გოლის გატანა მოახერხა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ტყუილად არ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. იგი აკეთებს მოედანზე იმას, რაც სურს. მესის თამაშის ყურება ძალიან დიდი სიამოვნებაა”.
“მინდა გუნდმა დაისვენოს და ამის შემდეგ მოემზადოს “რეალთან” მატჩისათვის. მსურს მადრიდშიც ასეთივე თამაში ვაჩვენოთ. “ბერნაბეუზე” ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისტის სტატუსით ჩავალთ, ეს კი დამატებითი სტიმული იქნება ჩვენთვის”.
გვარდიოლამ ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მომავალ მოწინააღმდეგეზე. “ინტერს” ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე შევხვდით. ასე, რომ ისეა თუ ასე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. “ინტერი” შესანიშნავი გუნდია, ამ წყვილში ფავორიტის სტატუსის მინიჭება, რომელიმე გუნდისათვის ძალზე რთულია”.
“პირველ რიგში მინდა მივულოცო კატალონიელებს მათ დაიმსახურეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. მოწინააღმდეგემ აშკარად დაგვჯაბნა. “ბარსელონა” უდიდესი კლუბია, მატჩის წინაც განვაცხადე, რომ მათი დამარცხება ყველა გუნდისათვის ძალიან რთულია. ეს მატჩი იქცა ლეო მესის ბენეფისად, იგი მართლაც, რომ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ყველა ფეხბურთელისათვისს წარმოუდგენელია ის, რასაც მესი მოედანზე აკეთებს. თუკი მესი ბურთს მიიღებს მისი შეჩერება უკვე ძალიან რთულია, იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია დიდი სისწრაფით მოძრავი მცველი ბავშვივით მოატყუოს”.
“რაც შეგვეხება ჩვენ, მატჩი კარგად დავიწყეთ, 3:1 -ზეც ჰქონდა შანსი ნიკოლას ბენტნერს, მან თაური დარტყმით ბურთი ძელს მოარტყა. არ ვფიქრობ, რომ დანიელი თამაშგარეში იყო, ამის გარდა კიდევ გვქონდა რამოდენიმე მომენტი”.
“ახლა ჩვენს გუნდს ერთადერთი საზრუნავი დარჩა. მთავარია მთლიანად მობილიზება გადავიტანოთ პრემიერ-ლიგაზე”.