საიტის მენიუ
  მთავარი
ფილმები
თამაშები
პროგრამები
მუსიკები
კლიპები
სურათები
ვიდეოები
ვიდეოგაკვეთილები
ვებ-მასტერებს
მობილური
სტატიები
პარკური
ჰაკერობა
ელ.წიგნები
სპორტი
სიყვარული
სხვა
UCOZ დიზაინები
UCOZ სკრიპტები
Cs Soft
Cs Amx
Cs Plugin
Cs Map
Cs Skin
Cs Config
Cs Background
Cs Movies
შენი იპი

გამოკითხვა
რომელი ჟანრის მუსიკა მოგწონთ ?
[ Results · Polls archive ]
სულ პასუხი: 1285
რეკლამა
  
რეკლამა
რეკლამა



ენდი უორჰოლი (დასაწყისი)                                                                         

ენდი უორჰოლი (დასაწყისი)


”პოპ-არტის მეფე”, ამერიკული კინო-ანდეგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 60-იანი წლების ნიუ-იორკის ავანგარდული და ბოჰემური ცხოვრების ”ტონის მიმცემი” ენდი უორჰოლი მთელი ცხოვრების მანძილზე მარტოობისგან იტანჯებოდა.
”ადამიანები, რომლებსაც ვგონივარ მოქეიფე, რომელიც დაეხეტებოდა 60-იანების ყოველ წვეულებაზე მინიმუმ ექვსი კაცისგან შემდგარი ამალის თანხმლებით, შემეკითებიან - როგორ ვბედავ თავი მარტოსულად ჩავთვალო... სწორედ იმ დღიდან, როცა ვიგრძენი მარტოობა, გაჩნდა ჩემს გვერდით ამალა”...
მის ამალაში ყოფნაზე კი ოცნებობდა ყველა - ქალი თუ კაცი, უკვე ცნობილი თუ ”ახლადფეხადგმული” Art-ისტი... არსებობდა მასთან სიახლოვის მტელი იერარქია - მაგალითად, ერთ-ერთი ნიშანი: ვინ დაჯდებოდა მანქანაში ენდის გვერდით. ”იერარქიული კიბე” პერიოდულად იცვლებოდა - ახალი ფავორიტები ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ძველები დეპრესიაში ვარდებოდნენ, ზოგიც ტავს იკლავდა, უცვლელი რჩებოდა ენდი უორჰოლის მაგნიტური ძალა... ”ყველა ილტვოდა ენდის სიყვარულისკენ... ეს იყო საშინელი შეჯიბრი, დანებით ბრძოლა. ენდი კი ამას აღმერთებდა, ტკბებოდა, თუ როგორ ხოცავდნენ ისინი ერთმანეთს და არაფერს იმჩნევდა. ისინი ჩხუბობდნენ, როგორც ძაღლები, რათა უფრო ახლოს ყოფილიყვნენ მასთან. დაწყევლილი კომპანია”... (ჯონ ფილდსი)... თვითონ უორჰოლი ადვილად ივიწყებდა ძველ მეგობრებსა და სიყვარულს, რადგან სინამდვილეში არავინ უყვარდა თავისი თავის გარდა. და კიდევ, დედამისი - ქალი, რომლის კალთასაც იყო გამობმული მორცხვი და ნერვიული ანდეკი...

ენდი უორჰოლი (დასაწყისი)

როგორ იქცა ანდეკ ვარჰოლა ენდი უორჰოლად

კარპატების სოფელში მცხოვრები სლოვაკური წარმოშობის ვარჰოლების ოჯახი შიმშილს გამოექცა და ამერიკის ინდუსტრიულ-პროლეტარულ ქალაქ პიტსბურგში დასახლდა. ოჯახი მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და მშობლიურ ენას ინარჩუნებდა. ამიტომ ანდეკმა კარგა ხანს ვერ მოიშორა საშინელი აქცენტი, რის გამოც სკოლაში არც თუ იშვიათად ხვდებოდა დაცინვის საგანი.
”დალაგებული მეტყველება” არც ინსტიტუტში სწავლის დროს ჰქონია - თანაც იმდენ სლენგს ურევდა, აზრის გამოტანა ცოტა ძნელი იყო. ამის მიუხედავად, კარნეგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორები ყველანაირად უწყობდნენ ხელს ”თეთრი კურდღლის” მსგავსი გარეგნობის ინტელიგენტურ ახალგაზრდას, რომელიც თავისი გაზულუქებული თანაკურსელებისგან თავიდანვე გამოირჩეოდა ძალზე ორიგინალური ხედვით, უდაო ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ვარჰოლების ოჯახმა ყველაფერი იღონა (განსაკუთრებით, სწორედ დედის ინიციატივით), რათა დანაზოგით ანდეკი ამ ელიტარულ სასწავლებელში მოხვედრილიყო - მაშინ, როცა ბიჭები ეზოში თამაშობდნენ, მისი ერთადერთი გატაცება საუცხოო კოლაჟების კეთება იყო. ბავშვობის ეს საქმიანობა ენდი უორჰოლს ძალზე დაეხმარა სარეკლამო შეკვეთებზე მუშაობისას, რითიც დაიწყო თავისი კარიერა ნიუ-იორკში ჩასვლისას. მას ჰქონდა საოცარი ალრო, მოეძებნა ის ზუსტი დეტალი (მაგალითად, უორჰოლის ცნობილი, ოქროსფერი, გამოყენებული ქალების ფეხსაცმლის რეკლამაზე), რაც პიკანტურობას მატებდა საქონელს და შესაბამისად, მასზე ფასებს ზრდიდა.
უორჰოლის გამოჩენა სარეკლამო ბიზნესში თავიდანვე წარმატებული იყო, თუმცა მის გვარს მაინც ძნელად იმახსოვრებდნენ. ერთხელ მისი ნახატის ქვეშ შეცდომით აკრეფილი გვარ-სახელიანი წარწერა გამოქვეყნდა, მოეწონა და სწორედ მას მერე იქცა იგი ენდი უორჰოლად.

Factory

1962 წელი, ნიუ-იორკი, სიდნეი ჯენისის გალერეაში ისტორიული გამოფენა ეწყობა, სახელწოდებით ”ახალი რეალისტები”. ”ეს გამოფენა მიწისძვრის ბიძგივით არყევს ხელოვნების სამყაროს”, - წერდა New Yorker-ი. ევროპელი და ამერიკელი მხატვრები ყოფითი ცხოვრებიდან იღებენ შტაგონებას და მექანიკურ, ტექნიკურ, სამრეწველო სამყაროს პოპულარულ ენაზე გარდაქმნიან ხელოვნებად. ამ გამოფენის ერთ-ერთი მთავარი გმირია ენდი უორჰოლიც, რომლის ზემოქმედებასაც ზოგი ახალი ხელოვნების დასაწყისად მიიჩნევს, ზოგი კი - მის საბოლოო დეგრედაციად. თუმცა ორივე მოსაზრებაში არის სიმართლის მარცვალი - უბრალოდ, შეუძლებელია, ენდი უორჰოლის შემოქმედებას ტრადიციული კრიტერიუმებით მიუდგე, მან ხელოვნების სრულიად ახალი გაგება შემოგვთავაზა ან - უფრო სწორად, გააფართოვა ხელოვნების ტერიტორია. მტელი მისი მოღვაწეობა ცხოვრების თავისებუღ ”რეგისტრაცია-კატალოგიზაციას” ეძღვნებოდა; ცხოვრებისა, რომელიც თანამედროვე სამყაროში მასობრივ ტირაჟირებას ექვემდებარება და შესაბამისად, კიდევ უფრო გამძაფრებულია მისი სიმყიფის, ეფემერულობის შეგრძნება.
”ჩემი ყველა ფილმი ხელოვნურია (ეს შეიძლება განზოგადდეს მის ტილოებზეც), როგორც ყველაფერი ამქვეყნად და მე არ ვიცი, სად მთავრდება ხელოვნური და სად იწყება რეალური”.

ენდი უორჰოლი (დასაწყისი)

ტომატის სუპ ”კემპბელის” უზარმაზარი ტილოების შემდეგ - რომელმაც უორჰოლს ნამდვილი დიდება მოუტანა - იწყება ტირაჟირება მერილინ მონროსა თუ ელვის პრესლის კიჩური პორტრეტებისა, ”საიდუმლო სერობისა” თუ ყვავილების სერიისა და ა.შ. ამიტომაც უწოდა უორლოჰმა თავის სახელოსნოს Factory - ფაბრიკა და არა სახელოსნო; Factory, სადაც მასიურად იწარმოებოდა ენდი უორჰოლის სავიზიტო ხელწერა: მჭახე, ლოკალურ ფერებში სერიულად რეპროდუცირებული ერთი და იგივე ”კადრები”.
Factory - ეს არის ადგილი, სადაც შეიქმნა პოპ-კულტურის რეალობა და ლეგენდები. აქ ნახავთ 60-იანი წლების ნიუ-იორკის ყველა ცნობილ სახეს, რომლებიც ჭორაობდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, უსმენდნენ ყველანაირ მუსიკას - შტრაუსიდან დაწყებული Velvet Underground-ის ახალი ჩანაწერებით დამთავრებული, სვამდნენ უამრავ ყავას, ეწეოდნენ ყველაფერს... ხალხის მუდმივი მიმოსვლის გამო ორ კვირაში ერთხელ მაინც სჭირდებოდა სახელოსნოს პულველიზატორით ვერცხლისფერი საღებავის განახლება, რომლითაც იყო დაფარული კედლები, იატაკი, სკამები, მაგიდები, საბეჭდი აპარატურა, ტელეფონი, უნიტაზიც კი...
Factory-ში დაიდო ბინა Velvet Underground-მაც, რომლის პროდიუსერიც იყო ენდი უორჰოლი რამდენიმე წლის მანძილზე და რომელთა მონაწილეობითაც განახორციელა თავისი ცნობილი პერფორმანსები - EPI და Up-Tight.
”უორჰოლი რაღაც მუსიკალურს რარაც პლასტიკურში გადააქცევს”, - წერდა ერტი კრიტიკოსი.
”ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით, რომ რასაც ვაკეთებდით, რევოლუციური გაქანება ჰქონდა... აუცილებლად უნდა დაგვენგრია რამდენიმე ბარიერი, რათა მიგვეღო ასეთი ახალი და უჩვეულო შედეგი”, - წერდა თავად უორჰოლი, რომელმაც Velvet-თან თანამშრომლობა ”ხელოვნების დიფუზიის” განსახორციელებლად სჭირდებოდა.

ენდი უორჰოლი (დასაწყისი)

Velvet-სა და Factory-ს მთელ კომპანიას ამერიკულ მეინსტრიმში საშინელი რეპუტაცია ჰქონდა, რასაც, რა თქმა უნდა, ექსტრავაგანტული და ექსტრაორდინალური უორჰოლი განაპირობებდა.
”ყველას ეგონა, რომ გეები ვიყავით. ვარაუდობდნენ, რომ ვიწექით უორჰოლთან...” – Velvet-ის ერთ-ერთი წევრი, სტერლინგ მორისონი.
”რაც უნდა ეფიქრათ ჩვენზე, გაცილებით უარესს ფიქრობდნენ ენდიზე” - ლუ რიდი, Velvet-ის ”ტვინი”.
თუმცა ენდი უორჰოლს კრიტიკა ნაკლებად ანაღვლებდა. მან თავის ”ფილოსოფიაში” იმუნიტეტის გამომუშავების შესანიშნავი რეცეპტი ჩამოაყალიბა: ”ზოგჯერ ადამიანები ნებას აძლევენ სულელურ პრობლემებს, რომ წლების განმავლობაში უბედურად აგრძნობინონ მათ თავი, მაშინ როცა მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვან: ”მერე რა”. ”დედაჩემს არ ვუყვარდი” – ”მერე რა”. ”მე ცნობილი ვარ, მაგრამ მარტოსული” – ”მერე რა”. აზრზე არ ვარ, როგორ უძლებდი მთელი ამ წლების განმავლობაში, სანამ ამ ფოკუსს მოვიგონებდი”. ენდი უორჰოლს ამ ”წვრილმანებზე” გაცილებით სერიოზული პრობლემები უფრო ადარდებდა - მაგალითად, როგორ მოევლო სახეზე დაყრილი მუწუკებისთვის, რომელსაც დილა-საღამოს ”ჯონსონის” ტამპონებით საგულდაგულდაგულოდ იწმენდდა.
რეალობის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება თუ აუტითერაპია კი უორჰოლს სჭირდებოდა ჰაერივით, რომლისთვისაც - რაც უნდა პარადოწსულად მოგეჩვენოთ - ცხოვრება ჯოჯოხეთი უფრო იყო, ვიდრე სამოთხე. ნიუ-იორკელი ”Farty"-ს ვარსკვლავი, რომლის გარშემო ყოველთვის ჩქეფდა ცხოვრება და რომელიც ყველაფერს კარნავალად აქცევდა, იტყვის:
”დაიბადო, იგივეა რომ მოგიტაცონ და მერე მონდა გაგყიდონ”.

ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2009 - დღეს ენდი უორჰოლის დაბადების დღეა.

(გაგრძელება შემდეგ სტატიაში)
კატეგორია: |ნანახია: 84 |თარიღი: 2012-მაი-17|რეიტინგი: 0.0/0| კომენტარები(0)
სულ კომენტარი:





შენი პროფილი საიტზე

ლოგინი:
პაროლი:
დავიმახსოვრო
|

Guest


ჯგუფი:
Guests
დრო:04:36










ძებნა

რეკლამა
მეგობრები
Channell.Tk
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



Design by BluFF | Copyright Channell.Tk |